წყალტუბოს რაიონის მცხოვრებს, საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა
წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების გადმოცემით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.