თეგებით ძიება
26. 02. 2017 News-ები

მაგნიტური ქარები 2017 წლის მარტში

2017 წლის მარტში მოსალოდნელია მზის სერიოზული აქტივობა, მათ შორის მაგნიტური ქარები.

მაგნიტური ვიბრაცია შესაძლებელია: 3, 4, 5, 15, 17, 19, 22, 23, 30, 31 რიცხვები.

სერიოზული მაგნიტური ქარები მოსალოდნელია: 1, 2, 16, 24, 25, 27, 28, 29 რიცხვებში.

მაგნიტური ქარების და სერიოზული გეომაგნიტური რყევების დროს მათ მიმართ მგრძნობიარე ადამიანები, ხშირად განიცდიან თავის ტკივილს, უძილობას, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევას, ქრონიკული დაავადებების გართულებას, დაღლილობას, სისხლში ადრენალინის მომატებას, სტრესსა და დეპრესიას.

თითოეული ადამიანის რეაქცია მაგნიტური ქარების დროს განსხვავებულია. მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ ზუსტ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მოქმედებს მზის აქტივობა ჩვენს ორგანიზმზე. ჯანრთელები ვართ თუ არა, გვაქვს დეპრესია თუ არა-ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს იმაზე, თუ როგორ გადავიტანთ მოსალოდნელ მაგნიტურ ქარს.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი განწყობა. ითვლება, რომ კაცობრიობის მხოლოდ 10%-ზე ნამდვილად ცუდად მოქმედებს მზის ატივობა, ხოლო დანარჩენი 90% იგონებს სიმპტომებს და სჯერათ მათი.

როგორ უნდა მოვიქცეთ მაგნიტური ქარების დროს:
-შეზღუდეთ მუშაობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და კონცენტრირებას ან გადადეთ სხვა დროისთვის.
-ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
-ბევრი დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
-ყურადღება მიაქციეთ თქვენს არტერიულ წნევას.
-მიიღეთ დამამშვიდებელი საშუალებები.
-შეასრულეთ თქვნი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
-იკვებეთ სწორად, ამ პერიოდში რაციონიდან გამორიცხეთ ალკოჰოლური საშუალებების მიღება.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა