თეგებით ძიება
26. 02. 2017 News-ები

პოლონური მედია: ყურადღება მიაქციეთ გიორგი მერებაშვილს!

პოლონური საიტი futbolnews.pl პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში გიორგი მერებაშვილის მიერ გატანილ გოლს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" საკუთარ მოედანზე "ზაგლებიე" მიიღო და ანგარიშით 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"ყურადღება მიაქციეთ მერებაშვილს!" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს წყარო სტატიას ქართველ ფეხბურთელზე.

"გიორგი მერებაშვილი პლოცკის "ვისლას" ლიდერად ყალიბდება. ამასწინათ, მან გუნდს "ზაგლებიესთან" მატჩში ლიონელ მესის სტილში გატანილი გოლით მოაგებინა - 3 მცველს იოლად გასცდა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.

მერებაშვილი ყველა შეხვედრაში აქტიურია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მას ეფექტურობა აკლია. მეორეს მხრივ კი, ამას სტაბილური სახე რომ ჰქონდეს, ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი არ იქნებოდა და "ვისლაში" არც ითამაშებდა.

"ზაგლებიესთან" გატანილი გოლის შემდეგ "ვისლას" გულშემატკივარი ქართველს ტაშს ფეხზე მდგარი უკრავდა", - წერს საიტი.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა