თეგებით ძიება
27. 02. 2017 News-ები

რა აკავშირებს თინა მახარაძეს რუსთავი2-თან? - "სისაწყლე დამღლელია და დამღუპველი"

თინა მახარაძე იხსენებს ბავშობას და კავშირს,რომელიც რუსთავი2 თან აქვს.. :

მე რუსთავში დავიბადე და მეშვიდე კლასამდე იქ ვცხოვრობდი. ჩემს ადრეულ ბავშვობაში რუსთავი 2მა რუსთავში დაიწყო მაუწყებლობა. კურიერი ჩემი მშობლების მეგობრებს მიჰყავდათ და როგორც მიყვებიან, ჩემი დაბადება დედაჩემს პალატაში პირველად ეროსიმ მიულოცა, რომელიც ექიმი იყო და, შესაბამისად, მამაჩემის კოლეგა. ამ არხთან ისეთი სენტიმენტები მაკავშირებს, რომელიც ცდება პროფესიულ კავშირებსა და ობიექტურ დამოკიდებულებას. თუმცა, ობიექტურად: რაც არ უნდა გქონდეთ გასაკრიტიკებელი სხვადასხვა განხრით, ყველამ გადასარევად ვიცით, რომ
საქართველოში ეს არხი იყო პირველი, ვინც დაეწია საერთაშორისო სტანდარტებს და შემდეგ, საქართველოში უკვე თვითონ შექმნა ისინი.
რუსთავი 2ის დახურვა უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის და ამიტომ ხვალ აქციაზე თითოეული ჩვენგანის მისვლა არის აუცილებელი. აქვე, ყოველი შემთხვევისთვის, აღვნიშნავ იმას, რომ ჩემი დამსაქმებელი არ არის რუსთავი 2 (და კონკრეტულ ორ თვეს თუ არ ჩავთვლით, არც არასდროს ყოფილა), არამედ - ფორმულა კრეატივი, რო რამე, თვითდასაქმებაც უპრობლემოდ შემიძლია, ამიტომ ეს პოსტი არ ემსახურება საკუთარ ტყავზე ზრუნვას, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მოქალაქეობრივი სიბეცე ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს, ამიტომ ხმის ამოღება და ყვირილი თუ დაგვეზარება ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს რუსთავი 2, საზმაუ, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მწვანე საფარის განდგურება თუ დასაქმებულების ან ვერდასაქმებულის უფლებები და ა.შ, რაც არ უნდა იყოს, სულ ვიქნებით მოჩანჩალე, საწყალი ქვეყანა. არ დაგვეზაროს. სისაწყლე დამღლელია და დამღუპველი.


რა აკავშირებს თინა მახარაძეს რუსთავი2-თან? - "სისაწყლე დამღლელია და დამღუპველი"



სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა