თეგებით ძიება
27. 02. 2017 News-ები

5 ეფექტური ნიღაბი იმისთვის, რათა შესანიშნავად გამოიყურებოდეთ

1. ნიღაბი თაფლით და ბანანით. აიღეთ საშუალო ზომის ბანანი დაჭყლიტეთ და აურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ მიღებული მასა. ნიღაბი გაიჩერეთ სუფთა სახეზე 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ მოიშორეთ ბამბითა და თბილი წყლით. ეს ნიღაბი მყისიერად დაგეხმარებათ თქვენი კანის ფერის გაუმჯობესებაში.

2. ნიღაბი უმი კარტოფილით. იმისთვის, რათა გაამკვრივოთ სახის კანი და ნაზად გაათეთროთ, გირჩევთ გამოიყენოთ უმი კარტოფილი. ამისთვის გახეხეთ კარტოფილი და გაწურეთ. კარტოფილის \'\'წვენი\'\' გაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

3. შვრიის ნიღაბი. სახის კანის სიმშრალისთვის გამოიყენეთ ნიღაბი, რომელსაც შვრიით მოამზადებთ. თასში აურიეთ 1 სუფრის კოვზი შვრია, 1 უმი კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მასა გაისვით სახეზე და ნაზად შეიზილეთ 1 წუთის განმალობაში, ხოლო 15 წუთის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნიღაბი თქვენს სახეს გაწმენდს და დაგეხმარებათ შავი წერტილების მოშორებაში.

4. ნიღაბი შოკოლადით. იმისთვის, რათა გამომშრალი სახის კანი დაატენიანოთ და მოუაროთ გთავაზობთ შოკოლადის ნიღაბს. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი შოკოლადის გადნობა და მისთვის 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დამატება. გირჩევთ ნიღაბი გაიკეთოთ მაშინ, როდესაც მიღებული მასა გაცივდება.

5. ნიღაბი კვერცხის ცილით. თუ თქვენ გაქვთ გაფართოებული ფორები და გსურთ სახის კანი უფრო მეტად გლუვი გახდეს ამაში დაგეხმარებათ კვერცხის ცილა. მას დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა