თეგებით ძიება
27. 02. 2017 News-ები

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"

27 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში, რეჟისორების - მიშა ჩარკვიანის და დათო ხორბალაძის ორგანიზებით, ღია სივრცემ ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის 8 საათიანი პერფორმანსი -"შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი" წარმოადგინა.

ახალგაზრდა ხელოვანები ეწინააღმდეგებიან უსამართლო ფაქტს, რომ შრომის კოდექსი სრულიად უგულვებელყოფილია დამსაქმებლების მიერ და ფუნქცია იმდენად აქვს დაკარგული, კლასგარეშე საკითხავად გადაიქცა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ კოდექსი პერფორმანსის ტექსტად გამოეყენებინათ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ მშრომელებისთვის, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა ქვეყანაში. ისინი მოუწოდებენ ყველას, დაიცვან მშრომელთა უფლებები და დადგნენ ჩაგრულთა მხარეს, რადგან კონკრეტული ადამიანების პრობლემა, სახელმწიფოს პრობლემაა. მათი განმარტებით, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, იმუშაოს ღირსეულ პირობებში.

პერფორმანსზე დასწრება თავისუფალი იყო და მაყურებელს მთელი დღის განმავლობაში შეეძლო მისულიყო და საკუთარი პროტესტი დაეფიქსირებინა.
ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის შემდეგშიც გეგმავს, გამოეხმაუროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"

ახალგაზრდა შემოქმედთა პროტესტი- "შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი"


სპეციალურად TIA.ge-სთვის
ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა