თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

მამა გიორგი მამალაძე თავს ცუდად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მას დაბალი სიცხე, არტერიული წნევა და ღებინება აღენიშნება.

"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რამ გამოიწვია დაბალი წნევა, ტემპერატურა და ღებინება," - განაცხადა ადვოკატმა, მია ზოიძემ.

ექიმებმა არ იციან მიზეზი მამა გიორგის ცუდად გახდომის.

მია ზოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ექიმის განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მან დაცვის მხარეს ერთი ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო პროკურორებს სხვა, თითქოს მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი კრიტიკული, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლოს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა