თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

თინა ხიდაშელი ემოციებს ვერ მალავს.. - "2 ბავშვი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა."

სოც.ქსელში თინა ხიდაშელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

სულ პატარა ვიყავი. სკოლაში 2 ბავშვი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. სამძიმარზე წავედით.
შევედი, ჭირისუფალს თვალი გავუსწორე, სწორედ იმ მომენტში რაღაც სამუდამოდ მოკვდა ჩემში. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაძებიანი ახალგაზრდა ქალის თვალები შემომყურებდა, რომელიც ყველა იქ მყოფში, დიდსა და პატარაში ნუგეშს ეძებდა, შველას ითხოვდა. მაშინ, მგონი პირველად ვიგრძენი თავი უსარგებლოდ, სასოწარკვეთილი ვიყავი, მე რა მეკითხებოდა სულ თითის ტოლა ვიყავი, მაგრამ ის ქალი, ძაძებში, რომელსაც არც ვიცნობდი კარგად ჩემს თვალებსაც ზუსტად ისე ეძებდა როგორც ნებისმიერი სხვა იქ მისულის, რომ ნუგეში, პასუხი, სიცოცხლის გაგრძელების მიზეზი ეპოვა.
იმ დღის შემდეგ იშვიათად მივდივარ სამძიმარზე, მეშინია ამ სასოწარკვეთასთან, უიმედობასა და უძლურებასთან შეხვედრის, როდესაც მორიგ ჯერზე აღმოაჩენ რომ უსარგებლო ხარ, როგორც არ უნდა გინდოდეს, როგორც არ უნდა მოინდომო, მთელი ხმით იყვირო, იტირო მაინც არაფერი შეგიძლია, სულ არაფერი.
არადა ის ძაძებით ქალი ხშირად შენი მეგობარია, შენთვის საყვარელი ადამიანია, სულ მთლიანად შენია და მისი ტივილიც, სასოწარკვეთაც მთლიანად შენია, იმ დღის შემდეგ შენი ნაწილი ხდება და მაინც უძლურება იმარჯვებს შენზე.

თინა ხიდაშელი ემოციებს ვერ მალავს.. - "2 ბავშვი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა."


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა