საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 93 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
93 შეწყალებული მსჯავრდებულიდან, რომელთაც საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ - 6 ქალი და ერთი კი არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლამდე სულ 890 პირის საქმე განიხილა.