პროკურორების თქმით, მამა გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა
პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ გამომძიებლები დაწყევლა. მისი თქმით, მამაოს მიერ პროკურორების მიმართ წყევლა ვიდეო ოქმში არის ასახული, თუმცა მის შინაარსზე პროკურორი არ საუბრობს.
წიკლაური აცხადებს, რომ ბრალდებული შეკითხვებზე პასუხის გაცემას მანამდე არ აპირებს, ვიდრე თავისი ოჯახის უსაფრთხოების თაობაზე გარანტიას არ მიიღებს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხებს, სანამ მისი შვილების, მეუღლის, დედის, ძმისა და ძმის ოჯახი დაცული არ იქნება.
rustavi2.com