"გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ "რუსთავი 2" არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს“-დვალი და აქიმიძე
„ჩენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ რუსთავი 2 არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს“-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ მას და დავით დვალს ტელეკომპანიის ფუნქციონირების 3 ძირითადი პრინციპი აქვთ, რომელის საფუძველზეც ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება მოხდა, ესენია:
ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებოს და საქმიანობას განაგრძობს ზოგადსაკაცობრიო და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით;
ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის დროს.
ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის თანხებით. დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი შემოსავლები.
დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის კიდევ ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა განაცხადა, რომ ხვალინდელი სასამართლო პროცესი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მაგალითი იქნება.