რუსთავი 2-ის დასაცავად საკოორდინაციო საბჭო პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს
რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ხვალ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან. საკოორდინაციო საბჭო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს. პარტიებმა საგანგებო განცხადებით ხელისუფლებასაც მიმართეს და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.