ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა
ბელარუსში გრძელდება გიორგი მარგველაშვილს ვიზიტი. ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე დიდხანს ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ. გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც ქართველი ბიზნესმენებისთვის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.