პრეზიდენტის არჩევის წესი და ცვლილებები კონსტიტუციაში
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ორი ჯგუფი დღეს გაერთიანებულ სხდომას გამართავს. ძირითადად განიხილება საარჩევნო სისტემის ცვლილება და პრეზიდენტის არჩევის წესი.
უმრავლესობა კონკრეტულ პოზიციას ამ თემებზე ჯერ არ აფიქსირებს, თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს ამჟამად არსებული კანონმდებლობით ჩატარდება.