„ბინძურად მოქმედებდა სასამართლო და ბინძურად მოქმედებდა ხელისუფლება"- ზაზა ხატიაშვილი
„ბინძურად მოქმედებდა სასამართლო და ბინძურად მოქმედებდა ხელისუფლება, როდესაც არაადეკვატურ განცხადებას აკეთებდა რუსთავი 2-თან მიმართებაში, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ შუშის სასახლის მბრძანებელს უნდა, რომ ლანგარზე მიართვან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ეს ტელევიზია გახდეს რიგითი ბიძინავიზია,“- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განცხადება უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.