ავლაბრის ტერიტორიაზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის ცენტრში, ავლაბრის ტერიტორიაზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი ცივი აირაღით არის მოკლული.
აღნიშნულ ინფორმაციას, რუსთავი 2-თან საუბრისას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.
rustavi2.com