თეგებით ძიება
02. 03. 2017 News-ები

ბუნებრივი აირის საფასური ცნობილი 20 ივლისამდე გახდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ გაზის ტარიფზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა დაადგინა. ბუნებრივი აირის საფასური ცნობილი 20 ივლისამდე გახდება.

ამ ეტაპზე მოსაზრებების წარდგენის ეტაპი მიმდინარეობს, 31 მარტამდე მარეგულირებლისთვის საკუთარი პოზიციის გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს სოკარ გაზმა და საქ ორგ გაზმა მიმართეს.

„მას შემდეგ, რაც მოხდება დოკუმენტაციის გაანალიზება, ჩაინიშნება საჯარო სხდომა, სადაც დეპარტამენტი თავის მოსაზრებას, პოზიციას წარმოადგენს პროექტის სახით. გაიმართება საჯარო მსჯელობა და ამის შემდეგ იქნება მიღებული კომისიის მიერ გადაწყვეტილება ტარიფებთან მიმართებაში,“ - აცხადებს სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი ბერიკაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა