"თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია" - თაკო ჩარკვიანი
ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ესწრებიან.
პუბლიცისტის თაკო ჩარკვიანის შეფასებით, რამდენად უკიდურესად სუბიექტურადაც არ უნდა თვლიდე მედია საშუალებას, ის არ უნდა დაიხუროს.