თეგებით ძიება
09. 03. 2017 News-ები

ნინა სუბლატი ემიგრანტებს მიმართავს - "უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები"

ნინა სუბლატი სოც.ქსელში ემიგრანტებს მიმართავს, რომლებიც სოციალური ქსელით საქართველოში მყოფ ქართველებს აკრიტიკებენ:

„იმის პრობლემა აქვთ როგორ თუ არაფერს არ ვაკეთებთ, ქვეყანა თავზე გვექცევა და ვერ გავიგე, ვინც აქ ვართ რამე კოსმიურმა ძალამ მცველებად და მებრძოლებად დაგვნიშნა, საკუთარი საყვარელი საქმე უნდა დავივიწყოთ, რომ ვიღაცას ვეჯიკაოთ მთელი სიცოცხლე და თქვენ, ასე უსაზღვროდ გონება გახსნილები უცხო ქვეყნებში მიგავლინათ უკეთესი ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის?
სხვა თუ არაფერი, გარემო გაიძულებს ადამიანს რაღაცეების კეთებას და ამერიკულ/ევროპული გარემოდან საქართველოში ხალხი რას გრძნობს და რას რატომ აკეთებს, შუაზე რომ გაირღვეთ მაინც ვერ გაარტყავთ!
მეც მაქვს იდეები იმის შესახებ, როგორი იქნება იდეალური ცხოვრება ნეპტუნზე, მაგრამ ფანტაზიის გარდა არაფერში ეწერება.
თუ სხვაგან ცხოვრობთ, ძალიან კარგი, ყველა იმსახურებს უკეთეს გარემოს, სხვა რომ არ ვახსენო, მეც წასვლის ზღვარზე ვარ, მაგრამ მაქედან ისეთ დაღლილ ადამიანებზე, რომლებსაც დღეში ჯერ საკვებად ქაქს სთავაზობენ, აბოლებენ, გონებას უვიწროვებენ და მართლა უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები, რომლებიც აქ ბოგინობს, წიხლით შეხტომა და ზედ ლახტობანას თამაში, მინიმუმ ეგოისტობაა!
P.s რადგან ზოგიერთმა არასწორად აღიქვა ეს პოსტი, დავამატებ, რომ საუბარი მაქვს ემიგრნტების მხრიდან ძალიან მძიმე საკითხების საქართველოს მაცხოვრებლებზე გადმობრალებაზე, რომ თითქოს რამე თუ არ და ვერ ხდება ქვეყანაში, ხალხის ბრალია; რაიმე სხვა ჭრილში არ განვიხილავ ამ საკითხს!“


ნინა სუბლატი ემიგრანტებს მიმართავს - "უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები"


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა