თეგებით ძიება
09. 03. 2017 News-ები

როგორ დავიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან

1. სწორი კვება. სწორედ საზიანო საკვები არის პირველი ფაქტორი ჯანსაღი ცხოვრების წესის გზაზე დაბრკოლებებისა. ყოველდღიური რაციონიდან ამოიღეთ ყველაფერი ზედმეტი და ჩართეთ მასში სასარგებლო პროდუქტი. თუ თქვენ ტკბილეულზე უარის თქმა არ შეგიძლიათ მაშინ, მიირთვით რაიმე სასარგებლო ტკბილეული. შეადგინეთ სია, სადაც იქნება იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიირთვათ და სხვა დროს მაღაზიაში არ წახვიდეთ.

2. აირჩიეთ \'\'თქვენი\'\' საკვები. საჭმელს, რომელსაც თქვენ ჭამთ პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან. ამიტომაც უნდა აირჩიოთ ის კვების რაციონი, რომელიც თქვენ მოგერგებათ.

3. შეწყვიტეთ თვითკრიტიკა. როგორი რთულიც ეს უნდა მოგეჩვენოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თავი გაკიცხოთ დაპირების შეუსრულებლობის გამო და ოცნებებისთვის, უაზროა, რადგან ის დრო გავიდა, ხოლო მომავალში გელით მეტი საინტერესო რამ.

4. სახლის დალაგება. თქვენ ალბათ უკვე დაგიგროვდათ ის ნივთები, რომლებსაც უკვე წლებია, რაც აღარ იყენებთ. ეს ის დროა, როდესაც უნდა დაალაგოთ თქვენი საცხოვრებელი. მოამზადეთ სამი დიდი პაკეტი: 1-ნაგვისთვის, 2-ქველმოქმედებისთვის, 3-ნივთებისთვის, რომლებიც სხვა ადგილას უნდა დააწყოთ. სინანულის გარეშე მოიცილეთ სრულიად ზედმეტი ნივთები, რადგან ახალი ცხოვრება თავისუფალსა და სუფთა სივრცეში უნდა დაიწყოთ.

5. პრობლემების გადაჭრა. გაიხსენეთ ყველა მოვალეობის შესახებ, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ, შემდეგ კი გაიხსენეთ, რომელი მათგანი გაგიუმჯობესებთ ცხოვრებას. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დაემშვიდობოთ იმ საქმეებს, რომლებიც თქვენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს. ამდენად, თქვენ თავს დააღწევთ უარყოფით ემოციებს და გახდებით უფრო ბედნიერი.

6. საზღვრები. ვისწავლოთ \'\'არას\'\' თქმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრას და რომლებთანაც არ გინდათ გქონდეთ საერთო. თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების ბატონი და დამოუკიდებლად წყვეტთ, ვისთან იურთიერთოთ, რა ჭამოთ და სად წახვიდეთ.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა