თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1409178022480467
10. 03. 2017 News-ები

პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის - კახი კალაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კახი კალაძე ეხმაურება. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო ემოციური, თუმცა მას მისი „ესმის“.

კალაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები პრეზიდენტის განცხადებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად, საბოლოოდ უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც იქნება გამართული.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დღეს გამართავს და სადაც სწორედ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იქნება საუბარი, კახი კალაძე ამბობს, რომ ვის შეხვდება გიორგი მარგველაშვილი მისთვის საინტერესო არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა