თეგებით ძიება
10. 03. 2017 News-ები

ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

სიაში 24 ფეხბურთელია, რომლებიც 24 მარტის მატჩისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები "დინამო არენაზე" მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში სერბეთის ნაკრებს მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი
მაკარიძე - მორეირენშე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვირკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), ბუბა დაუშვილი - დიოშდიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი - კრასნოდარი (რუსეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია).

საქართველო-სერბეთის მატჩი, 24 მარტს, 21 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა