თეგებით ძიება
11. 03. 2017 News-ები

ლელა კოდალაშივლი სკანდალში გაეხვა - "მისი დაფურთხებულის..."

ჟურნალისტი ლელა კოდალაშვილი სოც.ქსელში რასიზმთან დაკავშირებულ მორიგ პოსტს აქვეყნებს,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ვიცი, რომ ყველას ავტობუსიდან გადმოგდებული ჩემი ,,ლეგენდარული\'\' შავკანიანი ბიჭი გაგახსენდებათ, მაგრამ გაგახსენდებათ და გაგახსენდეთ. აი, დარდი... ))
დღეს N4 ,,მარშრუტკაში\'\' ზედმიწევნით შავი გოგო იჯდა ასე, წლინახევრის ბუსკუნა ბიჭუკელათი, ცხადია, ბიჭუკელაც შავი იყო და თან სასაცილო, გაფშეკილი აფრიკული ნაწნავებით სულ მთლად ენით აუწერელი საყვარლობა გახლდათ.
გვერდით სათნო თეთრგვრემანი ბებო ეჯდა და ამრეზილი ათვალიერებდა. ადგილი არ იყო და თავზე დავადექი. თან ბიჭუკელას ბურდღუნზე მეღიმება.
ბებო მეუბნება - რას ჰგავს ეს უპატრონო...
მე ვეუბნები - რას ამბობთ, ნახეთ, რა საყვარელი ბიჭოა.
ბებო ახლა მე მათვალიერებს, მალე მძღოლს ეუბნება, გოგებაშვილის კუთხესთან გამიჩერეთო, ბიჭუკელას გაფშეკილ ნაწნავზე ,,აბიჟნიკი\'\' ხულიგანივით ჰკრავს თითს, ,,ტფუ\'\', დაფურთხების იმიტაციას აკეთებს დედა-შვილის მიმართულებით, და მედიდურად ჩადის...
პ.ს. ახლა იმ ქალისა და მისი დაფურთხებულის ფოტო არ მომთხოვოთ მაშინდელივით..."

ლელა კოდალაშივლი სკანდალში გაეხვა - "მისი დაფურთხებულის..."



სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა