თეგებით ძიება
11. 03. 2017 News-ები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს. ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული, თორნიკე აბლოთია.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ზარდიანთკართან სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს. გატაცებულ სპეცრაზმელს ამ დროს სირბილი ევალებოდა. მეთაურმა ნორმატივის შესრულება, საოკუპაციო ხაზის ახლოს დაავალა.

ადგილობრივი სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. თუმცა, შსს-ს ცენტრალურ აპარატში კი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა