თეგებით ძიება
21. 03. 2017 News-ები

ვინ წარადგენს საქართველოს ავსტრიაში? – „ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას“

18 წლის ახალგაზრდა მოდელმა ანი კანკიამ ხალხის ყურადღება ადრეული ასაკიდანვე მიიპყრო.. მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში ბევრი ლამაზი გოგონაა არ გაუჭირდა და მალევე გახდა წარმატებული საკუთარ პროფესიაში. წელს ანი საქართველოს ‘Miss Union-ზე“ ავსტრიაში (ვენაში) წარადგენს. წარმატებაში ისიც დაეხმარა, რომ პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც ძალიან ჰგავს ყველა დროის განუმეორებელ მსახიობ „ორნელა მუტს.. GOGA.TV-მ გადაწვიტა ახალგაზრდა მოდელი უფრო ახლოს გაგაცნოთ...

-როგორ გახდით მოდელი?
2015 წელს გამოვედი კონკურსზე „მისტერ და მის თბილისი“ პატარაობიდან ოცნება მქონდა,რომ გავმხდარიყავი ფოტომოდელი.ბავშობიდანვე ვიცმევდი მაღალქუსლიანებს და ჩემთვის ვპოზიორობდი . ჩვენებაზე შემამჩნია ერთ-ერთმა დიზაინერმა ბრენდ „ნიკოლსონმა“ , რომელმაც მის სახედ ამიყვანა, ამის შემდეგ დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა, ახლა კი საქართველოს სახელით მივდივარ კონკურსზე ავსტრიაში (ვენაში) MISS UNION 2017 -ზე

-როგორი იყო პირველი სამუშაო დღე?
პირველი სამუშაო დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. პირველ გადაღებაზე მივხვდი,რომ ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილია

-კარიერის დასაწყისში ბევრ სირთულესთან მოგიხდათ გამკლავება თუ ყველაფერი მარტივად მოვიდა?
არა მარტივად არ მოსულა ყველაფერი, ძალიან ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ყველაფერს ადვილად გავუმკლავდი... თავიდან ყველაფერზე ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ იოლად შევხედე ყველაფერს...

-სამოდელო კარიერა ერთადერთი პროფესიაა თუ აპირებთ სხვა საქმიანობის შეთავსებასაც?
ერთადერთი პროფესია ნამდვილად არ არის, ვსწავლობ ბიზნესზე და მომავალში ძალიან დიდი გეგმები მაქვს, ვნახოთ რა გამოვა...

-როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პროფესიის საუკეთესო ნაწილი?
პირადად ჩემთვის, ამ პროფესიის საუკეთესო ნაწილი არის ამ პროფესიაში წინსვლა..

-როგორ ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
ძალიან პერსპექტიულ და და წარმატებულ ადამიანად..

-უფრო ვრცლად რომ მომიყვე, Miss Union-ზე,...
ფეისბუქის მეშვეობით ორგანიზატორებმა ნახეს ჩემი ფოტოები და დამიკავშირდნენ, შემდეგ როდესაც მნახეს პირადში იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის მიმამსგავსეს, აქამდეც მეუბნებოდნენ გავხარო, მაგრამ ორგანიზატორებმა უფრო დიდი მსგავსება იპოვეს, ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას რომელიც სტანდარტული გარეგნობის არ იქნებოდა.
26 აპრილს მივფრინავ ავსტრიაში ქალაქ ვენაში სადაც გაიმართება „MISS UNION 2017”
ტიტულისთვის 20 ქვეყნის გოგონა იბრძოლებს, ერთ-ერთი კი მე საქართველოდან...

ვინ წარადგენს საქართველოს ავსტრიაში? – „ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას“


ვინ წარადგენს საქართველოს ავსტრიაში? – „ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას“


ვინ წარადგენს საქართველოს ავსტრიაში? – „ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას“


ვინ წარადგენს საქართველოს ავსტრიაში? – „ეძებდნენ უცხო გარეგნობის გოგონას“


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა