თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1341007285944916
03. 04. 2017 News-ები

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

თავდასხმა თბილისის ცენტრში - ცოტა ხნის თავს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილს, გელა ხვედელიძეს დაესხნენ.

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს, როდესაც ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.

კილაძის თქმით, ხვედელიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ელისო კილაძე ირწმუნება, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიება, რომლის შესახებაც შესაბამისი გზავნილები მათ ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა