თეგებით ძიება

მკითხველის რეცეპტი: ბურვაკის ბარკალი ღია ცეცხლზე

სოფია მარგველაშვილი ჩვენი ერთგული მკითხველია და ხშირად გვიგზავნის საკუთარი შედევრი კერძების ფოტოებს.. იმის გამო, რომ კერძები საოცრად მადიანად გამოიყურებოდა, ვთხოვეთ, ჩვენთვისაც გაეზიარებინა რეცეპტები.. ამჯერად გთავაზობთ ბურვაკის ღია ცეცხლზე მომზადების წესს.
ინგრედიენტები
კამის თესლი - 1 ს/კ
პილპილი - 1 ჩ/კ
როზმარინი - 1 ს/კ
ნიორი - უკეთესი იქნება ახალი, 1 თავი
ხახვი - 2 თავი
ბურვაკის ბარკალი ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი - თხლად აჭრილი თავის კანიანად
მარილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესი:
დავსეროთ ხორცი კანის მხრიდან.... დაფაზე მოვაბნიოთ წმინდად დაკეპილი როზმარინი, შემდეგ დანაყული კამის მარცვალი, პილპილი და მარილი... დავდოთ ხორცი ჯერ ერთი მხრიდან, ხოლო მერე მეორე მხრიდან და კარგად შევაზილოთ სუნელები. კარგად გაცხელებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი, დავდოთ ზედ ხორცის ნაჭერი ან ბურვაკის ბარკალი, დავაყაროთ გვერდებზე 4-ად გაჭრილი ნიორი და ასევე 4-ად გაჭრილი ხახვი. ზემოდან გადავაფაროთ ფოლგა და მივუდგათ ღია ცეცხლს გვერდით.. ასე გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი, ხოლო შემდეგ ფოლგა მოვხსნათ და კარგად დავბრაწოთ... უხდება მექსიკურად შემწვარი კარტოფილი და მსუბუქი სალათი...


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა