არაჟანში გამომცხვარი სოკო და კარტოფილი
მშვენიერი კერძი შაბათის საღამოსთვის. სცადეთ, მთელ ოჯახს მოეწონება.
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 500 გ
კარტოფილი - 3-4 ცალი
სტაფილო - 1,5 ცალი
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
კარაქი - 30-50 გ
სიმინდის ზეთი - 40 მლ
არაჟანი - 250 გ
მომზადების წესი:
დაგჭირდებათ 3 პატარა ქოთანი.
გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, ჩაალაგეთ ქოთნებში, ზემოდან მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
კარაქში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. მოხრაკული მასა გადაიტანეთ ქოთანში, გაანაწილეთ კარტოფილზე. კარტოფილისა და ხახვის თავზე მოასხით არაჟანი.
სიმინდის ზეთში მოხრაკეთ სოკო, მოაყარეთ მარილი და წიწაკა და ისიც გადაიტანეთ ქოთანში, არაჟნის თავზე.
მოათავსეთ ქოთნები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ ნახევარი საათი.