მჟაუნის სუპი - გემრიელი და პიკანტური
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
ძმარი - 1 ჩ.კ
კვერცხი
ხახვი - 1 თავი
ქინძი - 1 კონა
კარტოფილი - 3-4
წყალი - 1.200 ლ
მჟაუნა - 2 კონა
არაჟანი
მომზადების წესები
ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და დაასხით წყალი. ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, შემდეგ დაამატეთ გარეცხილი, დაჭრილი მჟაუნის ფოთლები და ქინძი.
ხარშვის ბოლოს შეაგემეთ მარილით, პილპილით, ცოტა ძმრით. შეგიძლიათ ჩაახალოთ რამოდენიმე კვერცხი, რომელიც მაშინვე მოიხარშება მდუღარე წვნიანში, ან ცალკე დაურთოთ მოხარშული კვერცხები.
სასურველი მიირთვათ არაჟნით ან დაამატოთ ნაღები, ეს გაანეიტრალებს მჟავების მოქმედებას