თეგებით ძიება

ყაბაყის აჯიკა ზამთრისთვის

ინგრედიენტები
ყაბაყი - 1 კგ
ვაშლი - 250 გ
ბულგარული წიწაკა - 250 გ
ზეთი - 80 მლ
შაქარი - 20 გ
პომიდორი - 600 გ
სტაფილო - 150 გ
წიწაკა ჩილი - გემოვნებით
ნიორი - 6-8 კბილი
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები
გარეცხილი და გარჩეული ყაბაყი, პომიდორი და ვაშლი (1-2 ცალი) გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, პომიდორი გახეხეთ.
თუ ყაბაყი ქორფა არ არის, წინასწარ ამოაჭერით გული. გატარებული ინგრედიენტები გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.
ამასობაში გაატარეთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ჩილიც. დაუმატეთ ისინი ადუღებულ მასაში.
დაუმატეთ აჯიკას ზეთი, მარილი, შაქარი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთი.
ბოლოს დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი და ადუღეთ აჯიკა კიდევ 8-10 წუთი.
გაასტერილეთ ქილები და ხუფები, გაანაწილეთ მათში ცხელ-ცხელი აჯიკა და დახუფეთ. ამოაბრუნეთ ქილები და გააჩერეთ ასე, სანამ აჯიკა ბოლომდე არ გაცივდება.
შეინახეთ მზა აჯიკა მაცივარში ან გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა