თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - თხის რქა

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.


თუკი ოჯახში პატარა თხის რქა გეზრდებათ

სატურნით მართული ბავშვები, როგორც წესი დაბადებიდანვე "დიდებად" იბადებიან და წლების მატებასთან ერთად ახალგაზრდავდებიან, მსგავსად ბენჟამენ ბატონისა. ამიტომ, პატარა თხის რქისთვის საუკეთესო გასართობი ის ნივთებია, რომლითაც მისი აზრით უფროსები თამაშობენ ხოლმე. იგი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას საოჯახო საქმეებში. დაეხმარება დედას სამზარეულოში, მამას გაფუჭებული ონკანის შეკეთებისას ან ბაბუას ეზოში ხეხილის გადარგვაში. მას ასევე გაახარებს ექიმობანას ან პოლიციელობანას თამაში. ეს იმიტომ, რომ ზრუნვა და წესრიგის დაცვა, სატურნიანელების უპირველესი მახასიათებელია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა