თეგებით ძიება

16-22 სექტემბერი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ამ კვირაში შეძლებთ მოაგვაროთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ გარშემო მყოფების ზოგიერთი პრობლემა. ხელმძღვანელების გულის მოსაგებად უფრო ხშირად გაიღიმეთ და იყავით უფრო აქტიური. მიზნის მისაღწევად პრინციპულობა კარგ შედეგებამდე მიგიყვანთ. ოთხშაბათს აკონტროლეთ თქვენი გრძნობები, შეეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო დეტალებიც კი არ დატოვოთ ყურადღების მიღმა. შაბათ-კვირას კარგი იქნება, ნაკლები დრო გაატაროთ ხმაურიან კომპანიებში, უპირატესობა მიანიჭეთ მეგობრების ვიწრო წრეს.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

კურო

ორშაბათს გააკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც უკვე დაწყებული გაქვთ და გაგრძელებას მოითხოვს. სამშაბათს სიმსუბუქისა და სიმშვიდის ატმოსფერო იქნება. ისიამოვნეთ ცხოვრებით და შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ჰარმონია საკუთარ სახლში მთელი კვირის განმავლობაში. ნებისმიერ საქმეში აწონ-დაწონეთ საკუთარი ძალები და ნუ დადებთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. ხუთშაბათს გამოიჩინეთ მოთმინება და სიმშვიდე ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას, ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და უხეშობაზე უხეშობით არ უპასუხოთ. ამ დღეს დაწყებული ჩხუბი და კამათი სწრაფად არ დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი ცხოვრება იქნება საოცრად მარტივი, მხიარული და საინტერესო. გააფართოვეთ თქვენი სოციალური წრე, საქმიანი შეხვედრები გაზრდის თქვენი გავლენის სფეროს და გაიხსნება ახალი პერსპექტივები. სამსახურში გამოგადგებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატია და სიმშვიდე, მათი მეშვეობით მაქსიმალურად გამოავლენთ თქვენს პროფესიონალიზმს. თავდაჯერებულობისა და ოპტიმიზმის გრძნობის შენარჩუნება დაგეხმარებათ კოლეგების ნდობის მოპოვებასა და წარმატების მიღწევაში. უმჯობესია შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

კირჩხიბი

თუ მოახერხებთ, ამ კვირაში საჭირო რბილი დიპლომატია თქვენს ჩვეულ მიზანდასახულობას შეუთავსოთ, ვერანაირი სირთულე ვერ გაუძლებს თქვენს ძალისხმევას. ორშაბათს საინტერესო შემოთავაზება გექნებათ, თუმცა მისი მიღება არ უნდა იჩქაროთ, უმჯობესია ჯერ სიტუაციაში კარგად გაერკვეთ. თქვენი მონდომება და მოთმინება წარმატებას და კმაყოფილებას მოგიტანთ. პარასკევი შეიძლება რთული და გაურკვეველი დღე იყოს, მაგრამ მაინც უნდა ეცადოთ თქვენი მიზნების რეალიზებას. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლა მოგიწიოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

ლომი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი უნარები პროფესიულ სფეროში. ოთხშაბათს გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა შეიძლება თქვენი ყველა გეგმა შეცვალოს. პარასკევს აკონტროლეთ თქვენი ყოველი ნაბიჯი, გადაამოწმეთ საბუთები და კონტრაქტები, მხოლოდ ამ გზით აიცილებთ თავიდან დანაკარგებს და შეცდომებს. დიდი ალბათობით, ეს დღეები წარმატებული იქნება ნებისმიერი შენაძენისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის კუთხით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ. კვირას შეეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ ბავშვებთან და მოხუცებთან.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 16.

ქალწული

თქვენი გრანდიოზული გეგმები თანდათან იწყებს განხორციელებას. ორშაბათს წარმატებით დაასრულებთ ზაფხულში დაწყებულ საქმეებს. არ ინერვიულოთ წვრილმანი მიზეზების გამო, შეეცადეთ, მართოთ თქვენი ხასიათი. და მაშინაც კი, თუ ჯერ არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, თქვენი ობიექტური მიდგომა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ, სწრაფად გადალახოთ ყველა სირთულე. უმჯობესია ამ დროს ოჯახს მიაქციოთ ყურადღება, სადაც ნამდვილი ბედნიერება და წარმატება გელით. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას ან ხანმოკლე შვებულებას.

სასიკეთო დღეები: 19. 20.

არასასიკეთო დღე: 17.

სასწორი

ამ კვირაში შეეცადეთ, კარგად გაერკვეთ, კმაყოფილი ხართ თუ არა იმ როლით, რომელსაც ამჟამად თამაშობთ. მიმოიხედეთ გარშემო და შეხედეთ თქვენს ცხოვრებას ილუზიების გარეშე, რადგან დადგა კონსტრუქციული ცვლილებების დრო. ხუთშაბათი კარგი დღეა თქვენი გეგმების განსახორციელებლად, შეეცადეთ, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ იყავით რეალისტი თქვენი ძალების შეფასებისას. ეს კვირა არ არის შესაფერისი დრო სარისკო გადაწყვეტილებების მისაღებად. შაბათ-კვირას მოიწვიეთ მეგობრები და მოაწყვეთ წვეულება.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

მორიელი

პრობლემა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია გაწუხებთ, ამ კვირაში საბოლოოდ მოგვარდება, რასაც ვარსკვლავების პოზიცია ხელს შეუწყობს. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას. სამსახურში, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა, შეიძინეთ ახალი მეგობრები და შეეცადეთ, არ გამოტოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შაბათ-კვირას შეეცადეთ, ყველა თქვენი საზრუნავი გვერდზე გადადოთ და მეგობრებთან ერთად კარგად გაერთოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 21.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების არახელსაყრელმა ზემოქმედებამ შესაძლოა გაართულოს ან შეაფერხოს თქვენი ნებისმიერი პროექტის პროგრესი, რომლის დიდი იმედიც გაქვთ. თუმცა სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ, დაძლიოთ სამსახურში და სახლში წარმოქმნილი პრობლემები და წარმატებით აანაზღაუროთ დაკარგული დრო. საქმიანი შეხვედრები პარტნიორებთან კვირის პირველ ნახევარში ძალიან წარმატებული იქნება. დიდი შანსია, ამ კვირაში მივლინებაში ან მოკლე მოგზაურობაში წახვიდეთ. ეს შესანიშნავი დროა მათთვის, ვინც რომანტიკულ დასვენებას გეგმავს.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 22.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში შეიძლება მიიღოთ საკმარისზე მეტი დაპირება დახმარებისა და სხვადასხვა გარანტიის შესახებ, თქვენი გეგმები და იმედები არ შესრულდება. იყავით პრინციპული, დაეყრდენით საკუთარ თავს და ყველაფერი გამოგივათ. ოთხშაბათს არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც პროფესიული საკითხების მოგვარებისას ძალიან გამოგადგებათ. პარასკევი წარმატებებს მოუტანს მათ, ვინც სამოგზაუროდ მიდის. სულიერი სიმშვიდისთვის შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

მერწყული

ეს კვირა თქვენთვის რთული იქნება. საქმიანმა დატვირთვამ შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. უნდა იყოთ უფრო მოკრძალებული და არ ჩათვალოთ თავი ყველაზე ჭკვიანად და გონიერად. ბევრი აქტივობა და პროექტი მოითხოვს დამატებით ხარჯებს და ძალისხმევას. ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა თქვენი საქმიანი პარტნიორები თქვენს მოტყუებას შეეცადონ. ნუ შეგეშინდებათ არასაჭირო ნივთებთან და იმ ადამიანებთან განშორებისა, რომლებიც იმედებს გაგიცრუებენ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ინტერესები.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

თევზები

ამ კვირაში შეეცადეთ, თავადვე შეაფასოთ თქვენი მოთხოვნები და ამბიციები და მოუსმინოთ სხვების ბრძნულ რჩევებს. სირთულეების დაძლევას და შესანიშნავი შედეგების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ცხოვრებისგან ყველაფერს ერთბაშად არ მოითხოვთ. მოთმინება და შრომა ძალიან გამოგადგებათ. ამ კვირაში არ წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე, არ განახორციელოთ სერიოზული ფინანსური ტრანზაქციები ან საერთოდ შეეცადოთ, როგორმე შეცვალოთ მოვლენების მიმდინარეობა. ახლა რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, არის სტაბილურობა როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 21.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა