თეგებით ძიება

სუპ-ხარჩო

უგემრიელესი წვნიანი მთელი ოჯახისთვის
ინგრედიენტები
საქონლის ხორცი - 1 კგ
ბრინჯი - 150 გრ
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი ან ახალი პომიდორი (გახეხილი) - 2 სკ
ტყემალი - 80-100 გრ
ქინძი და ოხრახუში
მარილი და წიწაკა

მომზადების წესები
ხორცი კუბებად დავჭრათ და მოვბრაწოთ ღრმა ქვაბში. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, დავუწიოთ ცეცხლს და ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხორცი რომ დარბილდება, დავუმატოთ ტომატი ან პამიდვრის პიურე და ტყემალი. თუ ტყემალი ან ალუჩა ხილის სახით გვაქვს, ჯერ გავთუთქოთ, გავხეხოთ და შემდეგ ჩავუმატოთ. წყლის რაოდენობა იმის მიხედვით განვსაზღვროთ თუ რა სისქის წვნიანი გვინდა.
მზა კერძს დავუმატოთ ნიორი, მარილი, პილპილი, მწვანილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა