თეგებით ძიება

ცივი ჩაი ხილით - საოცრად გემრიელი და გამაგრილებელი.

ინგრედიენტები
ჩაი - 2-3 ჩ.კ
მდუღარე წყალი - 1.5 ლ
ფორთოხლის წვენი - 250 გ
შაქარი - გემოვნებით
ფორთოხალი - 1
ლიმონი - 1-2
მარწყვი, ცოცხალი ან გაყინული - 5-6 ცალი
ჟოლო - 5-6 ცალი
ვაშლი - 1/2
ატამი - 1

მომზადების წესები
შეარჩიეთ სასურველი ჩაი, უმჯობესია შავი ჩაი ერლ გრეი.
ჩაის დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 5-10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ჩაამატეთ ხილის ნაწილი (ციტრუსი დაჭერით). ეს ხილი არომატს გაუშვებს, მაგრამ ფერს დაკარგავს. გაგრილებული წვენიდან ამოიღეთ და ჩაამატეთ დარჩენილი ნახევარი. ჩაასხით ფორთოხლის წვენიც. შედგით მაცივარში გასაციებლად. მიირთვით ბევრი ყინულით.

ხილი სხვადასხვა შეიძლება გამოიყენოთ. განსაკუტრებულად უხდება მარწყვი, ჟოლო, ფორთოხალი, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა