ტეფტელები ყველით - ცნობილი კერძის განსხვავებული ვერსია!
ინგრედიენტები
საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
პური - 2 ნაჭერი
ყველი - 200 გ
ტომატპასტა - 1 ს/კ
ფქვილი - 2 ს/კ
მწვანილი - გემოვნებით
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ხორცის ფარშს შეურიეთ გახეხილი ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ ხელით.
ყველი დაჭერით დაახლოებით 1X1 სმ-ზე კუბიკებად. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, დააბრტყელეთ ხელის გულზე და ჩაუდეთ გულში ყველის კუბიკი. დააბრგვალეთ ფარში ისე, რომ ყველი შუაგულში მოექცეს.
მოათავსეთ ხორცის ბურთები გამოსაცხობ ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
სოუსისთვის: მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ტომატპასტა, ფქვილი, მარილი და პილპილი.
თუშეთ 3 წუთი, თან ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი.
მოასხით სოუსი შემწვარ ტეფტელებს სუფრასთან მიტანის წინ.
გემრიელად მიირთვით!