თეგებით ძიება

თევზი გარნირით

ინგრედიენტები
თევზი - 1
კარტოფილი - 2-3
ლიმონი - 2 ნაჭერი + ცოტა წვენი
ბულიონის კუბი - 1-2
მარილი და პილპილი
კამა

მომზადების წესები
თევზი გამოვშიგნოთ, გავაცალოთ ფარფლი, გავრეცხოთ და ცოტა ხნით საწურზე დავტოვოთ, რომ წყლისგან დაიწრიტოს. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი ან ლიმონის 1-2 ნაჭერი ჩავუდოთ მუცელში. თევზი სათითაოდ გავახვიოთ ფოლგაში, გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე და 15-20 წუთით შევდგათ წინასწარ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში.
ამასობაში გავთალოთ კარტოფილი, ბულიონის კუბები (უმჯობესია ქათმის ან ბოსტნეულის) დავფხვნათ და კარტოფილს მოვაყაროთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული დაფაროს, ჩავაყაროთ ცოტაოდენი მარილი და მოვხარშოთ. ბულიონის კუბების რაოდენობა კარტოფილისა და წყლის რაოდენობაზე, ასევე ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. კარტოფილი შეგიძლიათ უბრალოდ წყალშიც მოვხარშოთ. მოხარშული კარტოფილი ქაფქირით ამოვიღოთ, მოვაყაროთ მარილი და დაჭრილი კამა. მზა თევზს გვერდით შემოვუწყოთ კარტოფილის გარნირი და რამდენიმე ნაჭერი ლიმონი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა