თეგებით ძიება

კალმარების გოჭები

ინგრედიენტები
სტაფილო - 1
ხახვი - 1
სოკო - 12 ცალი
კალმარი - 12 ცალი, პატარა ზომის
კვერცხი - 3
ბრინჯი - 150 გ
მაიონეზი - 200 გ
მარილი და პილპილი

მომზადების წესები
შევარჩიოთ პატარა ზომის კალმარები, გავასუფთავოთ და 1 წუთით ჩავუშვათ მდუღარე წყალში.
მოვამზადოთ გულსართი - მოვხარშოთ ბრინჯი, კვერცხი. მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო, შევწვათ სოკო. სოკო და კვერცხი დავჭრათ, ავურიოთ ბრინჯი, ხახვი, სტაფილო, მარილი, პილპილი, მაიონეზი და დავტენოთ კალმარები.

"გოჭები" ყურების ადგილას ჩავჭრათ და კალმარიდან ჩამოჭრილი სამკუთხა ნაწილებით გავუკეთოთ "ყურები", პილპილის მარცვლებით კი - თვალები, წავუსვათ მაიონეზი და ღუმელში 200 გრადუსზე შევდგათ 15 წუთით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა