თეგებით ძიება

მუსაკა ბადრიჯნით. ეძღვნება ბოსტნეულის ყველა მოყვარულს...

ბადრიჯნის ბულგარული მუსაკა სუფრასთან ოჯახის ყველა წევრს შეკრიბავს... ის საოცრად გემრიელი და ნოყიერია...
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 3 ცალი
კარტოფილი - 3 ცალი
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
პომიდორი - 4 ცალი
ნიორი - 3 კბილი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
კვერცხი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ ბოსტნეული. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად.
ბადრიჯანი დაჭერით თხელ წრეებად და ოდნავ შეწვით 3 ს/კ ზეთში.
მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, გაასუფთავეთ ბ ულგარული წიწაკა.
კარტოფილი, წიწაკა და პომიდორი დაჭერით წრეებად.
აიღეთ მრგვალი ფორმა და დაალაგეთ ბოსტნეული წრეზე: ბადრიჯნის წრე, შემდეგ კარტოფილის წრე, შემდეგ პომიდორის და ბოლოს წიწაკის. დაიწყეთ გარეთა წრით.
მოაყარეთ ბოსტნეულს წვრილად დაჭრილი ნიორი, მოასხით 1 ს/კ ზეთი.
ათქვიფეთ ჩანგლით კვერცხი და თანაბრად მოასხით ბოსტნეულის, მოაყარეთ მარილი და გახეხილი ყველი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
მიიტანეთ მუსაკა სუფრასთან ნაღებისა და ნივრის სოუსით ან სხვა პესტოთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა