ყველის წვნიანი ფრანგულად
უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი წვნიანი, მათთვის ვისაც წვნიანებზე დაძალება სჭირდებათ.
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 4 ცალი
ხახვი - 1 ცალი
კარტოფილი - 5-6 ცალი
მარილი - 1 ჩ/კ
დაფნა - 3-4 ფოთოლი
შავი წიწაკის მარცვლები - 5-6 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კარაქი - 20 გრ
გახეხილი ყველი - 150 გრ
მომზადების წესები
1. მოათავსეთ ქვაბში ხორცი, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩაამატეთ 1 ჩკ მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და 2-3 დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 20 წუთი და ამოალაგეთ ხორცი.
2. დაჭერით კარტოფილი. ჩაყარეთ ბულიონში და ხარშეთ 5-7 წუთი.
3. კარაქში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დახეხილი სტაფილო. ჩაამატეთ ბულიონში და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 5-7 წუთი.
4. კუბიკებად დაჭერით მოხარშული ხორცი და მოათავსეთ ბულიონში. დატოვეთ ცეცხლზე 3-4 წუთი.
5. ბოლოს უყავით დახეხილი უმარილო ყველი, მარილი, წიწაკა. ამოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით !