საუკეთესო ცხელი შოკოლადის რეცეპტი
ინგრედიენტები
რძე - 400 გ
შოკოლადი - 100 გ
სახამებელი - 1 ს.კ
რძის ფხვნილი - 50 გ
მომზადების წესები
მიიყვანეთ რძე ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დაამატეთ რძეს შოკოლადი. კარგად აურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. შემდეგ დაამატეთ რზის ფხვნილი და სახამებელი. კვლავ კარგად აურიეთ. რამდენიმე წუთში შოკოლადი გასქელდება. გადაასხით ჭიქებში, ზემოდან კი დაადეთ ან ათქვეფილი ნაღები - უფრო ნაზი არომატისთვის, ან მოაყარეთ წითელი წიწაკა - მეტი პიკანტურობისთვის. შოკოლადს ასევე ძალიან უხდება მწიკვი მარილი. ის, წიწაკის მსგავსად, შოკოლადის გემოს უფრო ამძაფრებს.