თევზი ვაშლით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები
თევზი ნოტოტენია - 2 ცალი
კარტოფილი - 1
ვაშლი - 1
სტაფილო - 1/2
კამა და ოხრახუში - 1/2 კონა
ლიმონის წვენი - 1 ს.კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
შავი ზეთისხილი, უკურკო - 4 ცალი
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კარტოფილი და ვაშლი პატარა კუბებად დავჭრათ.
თევზი გავასუფთავოთ და თავი მოვაჭრათ.
სტაფილო, მწვანილი და ზეთისხილი წვრილად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ მარილი, დაჭრილი ბოსტნეული და მწვანილი.
ამ ნარევით გამოვტენოთ თევზები. დარჩენილი სოუსი ავურიოთ კარტოფილსა და ვაშლს.
თევზები ბოსტნეულთან ერთად მოვათავსოთ შესაწვავ ცელოფანში და 15-20 წუთით.
თუ სპეციალური ცელოფანი არა გვაქვს, თევზი გავახვიოთ ცხიმწასმულ ფოლგაში და ისე შევწვათ.