თეგებით ძიება

გამომცხვარი სპაგეტი - მარტივი და გემრიელი

ინგრედიენტები
სპაგეტი - 450 გ
ხახვი - 1 თავი
საქონლის ფარში - 450 გ
შავი პილპილი - გემოვნებით
ხმელი ქინძი - 1/4 ჩ/კ
ხმელი როზმარინი - 1/4 ჩ/კ
დაჭრილი რეჰანი - 1/2 ჩ/კ
პარმეზანი - 1/4 ჭიქა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
დაკეპილი ნიორი - 2 კბილი
მარილი - გემოვნებით
ხმელი ქონდარი - 1/4 ჩ/კ
ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1/4 ჩ/კ
გახეხილი პომიდორი - 800 გ
მოცარელა - 1 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში - მოსართავად

მომზადების წესები
1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს.
2 მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და გადადგით.
3 ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და თუშეთ კიდევ 1 წუთით. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ სანელებლები: ხმელი ქინძი, ორეგანო, როზმარინი , ქონდარი და თუშეთ დაახლოებით 8 წუთით, ხორცის მოთუშვამდე. დაგროვებული ცხიმი თასში გადაწურეთ. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და რეჰანი და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთით. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
4 ფარშის ნაზავი და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით.
5 მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და გემრიელად მიირთვით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა