უგემრიელესი მექსიკური კერძი - ქათმის ფახიტასი
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 900 გ
ყვითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
დაფქული ჩილი - 1/2 ჩ/კ
კაიენის წიწაკა - მწიკვი
შავი პილპილი - 1/2 ჩ/კ
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
დაფქული ძირა - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
დაკეპილი ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
ზოლებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე ან ყვითელი). ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.
მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში სულ მცირე ერთი საათით მოათავსეთ.
როცა შესაწვავად მზად იქნება, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. ბოსტნეულის მარინადი პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი. გამორთეთ გაზქურა.
მექსიკელები ფახიტასს ტორტილათი (შესაძლებელია ბებოს ლავაშით ჩანაცვლება) მიირთმევენ. თუმცა, ჩვეულებრივ, მის გარეშეც ისეთივე გემრიელია
გემრიელად მიირთვით!