თეგებით ძიება

მოცხარის რულეტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 5 ს/კ
ფქვილი - 6 ს/კ
გამაფხვიერებელი - მწიკვი
მწიკვი ვანილი და მარილი
კრემი:
რძე - 500 მლ
კვერცხის გული - 3 ცალი
ფქვილი - 0,5 ჭიქა
შაქარი - 250 გ
კარაქი - 200 გ
ვანილი
მოცხარი - 2 ჭიქა


მომზადების წესები
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი ბეზეს მასა შაქართან ერთად და ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ვანილი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და 170-180 გრადუსზე გამოვაცხოთ. ფენა გადავიტანოთ ნოტიო ტილოზე, რომელზეც წინასწარ მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი შაქარი ან შაქრის პუდრი, ფრთხილად გადავახვიოთ ტილოსთან ერთად და დავტოვოთ გასაგრილებლად.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, მონაცვლეობით დავუმატოთ ფქვილი და რძე, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება, დავაყაროთ მწიკვი მარილი და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით წამოვადუღოთ, შემდეგ გავაცივოთ და კარაქი შევათქვიფოთ. დავუმატოთ ვანილიც.
ბისკვიტი გავშალოთ, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოცხარი და გადავახვიოთ. რულეტს ზემოდანაც წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოცხარი და 1-2 საათით მაცივარში შევდოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა