ჩაშუშული კომბოსტო ქათმის ხორცით - კერძი-აღმოჩენა!
ინგრედიენტები
კომბოსტო - 600 გ
ქათმის ფილე - 200 გ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ტომატპასტა - 2 ს/კ
მომზადების წესები:
დაჭერით წმინდად კომბოსტო, მოათავსეთ ქვაბში ან ღრმა ტარაში, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ, სანამ არ დარბილდება და წვენს არ გამოუშვებს.
ჩაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და დადგით ცეცხლზე. თუშეთ 5-7 წუთი.
ამასობაში წმინდად დაჭერით ხახვი, სტაფილო გახეხეთ მსხვილად და დაუმატეთ კომბოსტოს.
ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ქვაბში დანარჩენ ინგრედიენტებს, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და გააგრძელეთ მოთუშვა კიდევ 15 წუთი. ბოლოს დაუმატეთ პილპილი და ტომატპასტა, ამოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!