25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი მიმოსვლების, საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. გააუმჯობესეთ კავშირები. დამხმარე დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ.
კურო
არავის მოახვიოთ თავს თქვენი აზრები, გემოვნება. იყავით მეტად დიპლომატიური. მოიმატებს გაუგებრობა დოკუმენტებთან და გადასახადებთან დაკავშირებით.
ტყუპი
მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. კარგი დღე ელით მთარგმნელ, კონსულტანტ და მენეჯერ ნიშნებს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც დაკარგეთ.
კირჩხიბი
სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ ინფორმაციას. თუმცა, ჭორებსა და ვარაუდებს ნუ დაუჯერებთ. შეიძლება აღმოაჩინოთ ის, რასაც აქამდე გიმალავდნენ.
ლომი
შეხვედრების და მიმოსვლების დღეა. აღადგინეთ კავშირი დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. ნუ ენდობით სხვის საქმეს და სიტყვას, ყველაფერი გადაამოწმეთ.
ქალწული
გახსოვდეთ ძველი შეცდომები და ნუ ენდობით მათ, ვინც ადრე უკვე დაგაღალატათ. ნუ აჩქარდებით მოლაპარაკებებისას, დოკუმენტების გაფორმებისას.
სასწორი
საინტერესო მიმოწერებისა და კონტაქტების დღეა. ზოგიერთს მივლინება ელის. მგზავრობისას დამთხვევებისა და მოულოდნელობების ალბათობა იმატებს.
მორიელი
სწრაფი რეაქციებისა და გამახვილებული ყურადღების დღეა. დღეს მეტად კომუნიკაბელური უნდა იყოთ. კარგი
დღეა ფსიქოლოგიური ტრენინგებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები.
მშვილდოსანი
თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე დიალოგის, დისკუსიის დღეა. წარმატება გელით გამოფენის, სემინარის, პრეზენტაციის მოწყობისას. დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს: საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
თხის რქა
შეხვედრების დღეა, როგორც უკვე არსებულ კოლეგებთან და პარტნიორებთან ისე ახალგაცნობილებთან. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის წყაროს. ზოგიერთ საკითხს იუმორით მიუდექით.
მერწყული
ფიზიკურადაც აქტიური უნდა იყოთ და ინტელექტუალურადაც. მიზნების მიღწევა არ გაგიჭირდებათ, თუ მიზანდასახული იქნებით და სხვა საქმეებზე არ მოცდებით. გადახედეთ ძველ იდეებს.
თევზები
რეაქციისა და ყურადღების წვრთის დღეა. იყავით მეტად კომუნიკაბელური, ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმის. თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. დღეს მიხვდებით, რომელ მეგობარს უნდა ენდოთ გაჭირვებისას.
წყარო: astrologi.ambebi.ge