თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

"ეს არის სამარცხვინო" - ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

ნიკა გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, ბრალდება, რომელიც მას გააცნეს არის სამარცხვინო და კატასტროფა.

„ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყულად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის იქ მოყოლა დაუჯდება პატიმრობად. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის, საქართველოში პუტინის სტილით პოლიტპატიმრების გაჩენას" - აღნიშნა გვარამიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა