თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

მორიგი აქცია მოსკოვში 17 აგვისტოს გაიმართება - ექსპერტები მონაწილეთა რიცხვის გაზრდას პროგნოზირებენ

ოპოზიციამ მოსკოვის მერიაში უკვე შეიტანა განაცხადი 2019 წლის 17 აგვისტოს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ აქციას მოსკოვის ბულვარებში მსვლელობის სახე ექნება. ჯერჯერობით, მერიას ოპოზიციისთვის პასუხი არ გაუცია.
უკვე ერთი თვეა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მომიტინგეებიარჩევნებიდან ოპოზიციური კანდიდატების მოხსნას აპროტესტებენ. მიუხედავად დარბევებისა და დაპატიმრებებისა, არასამტავრობო ორგანიზაციების გამოთვლებით, 10 აგვისტოს გამართულ აქციაზე 50 000 მოსკოველი შეიკრიბა (რუსეთის შსს აცხადებს, რომ მონაწილეთა რიცხვი 20 000 იყო) და მომავალ კვირას ოპოზიცია უფრო მასობრივ გამოსვლებს ელის.
პროტესტის მონაწილეთა რიცხვის გაზრდას პროგნოზირებენ ექსპერტებიც. პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ მიტინგები არ შეწყდება, რადგან არ არის მოგვარებული პროტესტი მიზეზი, მეტიც მას ახალ-ახალი მიზეზები ემატება - დარბევები, დაკავებები, უკანონო სასამართლოები და აშ. შეიძლება პროტესტის მიზეზი - კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნა, უბრალო მოქალაქისთვის მთლად მისაღები არ იყო, მაგრამ ზემოთ დასახელებული დამატებითი მიზეზების გამო უკმაყოფილების გრძნობა გაცილებით მეტს გაუჩნდა.

"ხელისუფლების არაადექვატურობის გამო მცრედი შანსიც არ არის, რომ 8 სექტემბრამდე პროტესტები შეწყდეს. მიტინგების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით მათ უკვე გამოიწვიეს ხალხში მორალურ-ეთიკური უკმაყოფილება. ზეწოლის კიდევ უფრო გაგრძელებით, კიდევ უფრო გაიზრდება იმათი რიცხვი, ვისაც ეს არ მოსწონს. თუ საპროტესტო ტალღის შენელება სურთ, უმაღლესმა სასამართლომ ოპოზიციონერი კანდიდატები უნდა დაუშვას არჩევნებზე. წინააღმდეგ შემთხვევაშიუ 8-ში მიიღებენ საპროტესტო არჩევნებს, მითუმეტეს სექტემბერში შვებულებიდან ბერვი ბრუნდება," - მიიჩნევს რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ კანევი.

"პროტესტები გაგრძელდება 8-მდე და არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების მეორე დღეს შეიძლება განმეორდეს იგივე მოვლენები, როგორიც იყო სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ 2011-ში." - აცხადებს ლეონიდ პოლიაკოვი.

"დღის წესრიგშუ უკვე სხვა საკითხი დგას, მიტინგის მონაწილეებს უპირველეს ყოვლისა, არ მოსწონთ ის პოლიციური ტერორი, რომელიც ქვეყანაშია დამყარებული, მთავარია, რა დოზით გასტანს ეს განწყობა ახალგაზრდებში, მოხერხდება მათი დაშნება ან გაჩუმება და რა დოზით," - მიიჩნევს პოლიტოლოგი კირილ როგოვი.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა