თეგებით ძიება

ეს ყველაზე ჯანსაღი საუზმეა, რომელიც ბოლომდე წმენდს ნაწლავებს და გვაშორებს 5 კილოგრამს 1 თვეში

თუ ყოველ დილას ამ საუზმით დაიწყებთ, დღითიდღე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, რადგან თქვენი სხეული გათავისუფლდება დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, გაუმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, კანისა და თმის მდგომარეობა, ზოგადი ჯანმრთელობა, გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი და ა.შ. ეს სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საუზმეა, რომელიც შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში, ცხიმოვანი ფენების შემცირებაში და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში.

ჯანსაღი საუზმე

ინგრედიენტები:
2 ს.კ. შვრია
300 მლ უცხიმო მაწონი ან კეფირი
3 ცალი შავი ქლიავის ჩირი
1/3 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
1 ჩ.კ. წვრილად დაფქული სელის თესლი


ინსტრუქცია:

საუზმე უნდა მოამზადოთ არა დილით, არამედ საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე და დააყოვნოთ მთელი ღამით. შავი ქლიავის ჩირს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 10 წუთით. შვრიის ფანტელები, სელის დაფქული თესლი და კაკაოს ფხვნილი ჩაამატეთ უცხიმო მაწონში.

10 წუთის შემდეგ გადაღვარეთ სითხე ქვაბიდან, შავი ქლიავის ჩირს მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და შემდეგ დაჭერით წვრილად. დაქუცმაცებული ჩირი დაუმატეთ მაწვნისა და სხვა ინგრედიენტების ნაზავს, დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.

ყოველ დილას მიირთვით ეს გემრიელი საუზმე, რათა შეძლოთ ფიგურის კორექტირება, ზედმეტი კილოგრამების მოშორება, მსხვილი ნაწლავის გაწმენდა დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან. გარდა ყოველივე ამისა, თქვენ გაუმჯობესებთ ზოგად ჯანმთელობას და აიმაღლებთ ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.



წყარო: unique.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა