თეგებით ძიება

ბერძნული ძაძიკი - სცადეთ გაკეთება და აღმოაჩენთ, რომ კულინარია თქვენი ძლიერი მხარეა

ბერძნული ტრადიციული სოუსი- ძაძიკი გარდა იმისა , რომ განსაკუთრებით არომატული, სასიამოვნო და ადვილად მოსამზადებელია, ამასთანავე უნივერსალურიცაა. ის შეგიძლიათ მიირთვათ, პურთან, კარტოფილთან, თევზთან, შემწვარ ხორცთან თუ ბოსტნეულთან ერთად.


მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ერთი მოზრდილი კიტრი
2 კბილი ნიორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
5-6 ღერი კამა.
500 გრ მაწონი
5-6 ფოთოლი პიტნა
1 ლიმონი.

მაწონი გადაიტანეთ დოლბანდჩაფენილ საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს.

გაჭერით კიტრი შუაზე და კოვზით ამოაცალეთ თესლი. გახეხეთ და გაწურეთ.
გაჭყლიტეთ ნიორი და აურიეთ ზეითუნის ზეთში, გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ კიტრის მასა ნიორი და ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. ამ მასას დაასხით მაწონი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დააწურეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი, დაამატეთ დაჭრილი კამა და პიტნა, ცოტა მარილი და აურიეთ. სოუსი მზადაა.

თუ ფანტაზიას მოუხმობთ მაწონი შეგიძლიათ არაჟნითაც ჩაანაცვლოთ, თუ მწარე გიყვართ შეგიძლიათ აღნიშნულ სოუსს შავი პილპილიც დაუმატოთ.









წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა